15:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 10:37:42, 1950 ნახვა

კომენტარი
ჩინეთმა არ იცოდა მოსკოვის გეგმები უკრაინაში შეჭრის შესახებ

ჩინეთს რომ ცოდნოდა, მოსკოვის გეგმები, უკრაინაზე თავდასხმის შესახებ შეეცდებოდა თავიდან აეცილებინა ეს ტრაგედია. ამ ომის არ მოაქვს სარგებელი.

ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ქინ განგი Washington Post-ის სტატიაში დაწერა.

„ნება მომეცით განვაცხადო: პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ჩინეთმა იცოდა, დათანხმდა ან ჩუმად უჭერდა მხარს ამ ომს, არის სუფთა დეზინფორმაცია. ყველა ეს პრეტენზია ემსახურება მხოლოდ ჩინეთზე ბრალის გადატანას და ტალახის სროლას“, - წერს ელჩი.

მან აღნიშნა, რომ ჩინეთი არის როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, ასევე ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორი მსოფლიოში. ელჩმა ასევე დასძინა, რომ შეჭრის დროს უკრაინაში 6000-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქე იმყოფებოდა.
"რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი არ არის კარგი ჩინეთისთვის. ჩინეთს რომ სცოდნოდა გარდაუვალი კრიზისის შესახებ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით ამის თავიდან ასაცილებლად", - წერს ქინ განგი.

ჩინელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული.

უკრაინასთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია ობიექტური და მიუკერძოებელია: აუცილებელია სრულად დაიცვან გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები, ასევე პატივი სცეს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის უკრაინას“, - განაცხადა ქინ განგმა.

მან ასევე მოუწოდა არ დააკავშირონ ტაივანი და უკრაინა.

"უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, ტაივანი კი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ტაივანის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა", - განაცხადა ჩინეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში.

მან აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობას უკრაინაში და მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რაც მათ ძალებშია.

„ჩვენი საბოლოო მიზანია ომის დასრულება და რეგიონალური და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნება“, - შეაჯამა ქინ განგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics