2015-02-04 11:45:09, 371 ნახვა
საზოგადოება
ლეიკემიისა და ონკოჰემატური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა
მიმდინარე წლის იანვრიდან ლეიკემიისა და ონკოჰემატური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში ამ დაავადებების მქონე პაციენტები დაფინანსდებიან და მათ ძვლის ტვინის ტრანსფლანტაცია ჩაუტარდებათ.
„პირველი პაციენტი 9 თებერვალს სტამბოლში გაემგზავრება, სადაც მას ძვლის ტვინის ტრანსფლანტაცია ჩაუტარდება. ჯამში, ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ 20 ყველაზე მწვავე დაავადების მქონე ბენეფიციარს დავაფინანსებთ“, – აღნიშნა ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან