15:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 22:28:18, 1902 ნახვა

კომენტარი
ზელენსკი მინსკის შეთანხმებაზე - დოკუმენტი ისეთი უღიმღამოა, ის ისეა შექმნილი, რომ უფრო სუსტ, წაგებულ პოზიციაში ვიყოთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მინსკის შეთანხმებები "არასწორად" იყო შედგენილი, და შეთანხმებებმა კიევი "თავდაპირველად უფრო სუსტ, დამარცხებულ მდგომარეობაში ჩააყენა".  - ამის შესახებ მან RBC-Ukraine-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ წავიდეთ მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე. მაგრამ ის დონბასის დეოკუპაციას ეხება. ეს არ წყვეტს ჩვენს ყველა პრობლემას. ის ზოგადად ამბობს, რომ დონბასი ოკუპირებულია და საჭიროა მისი რეინტეგრაცია უკრაინაში და ყველა მონაწილე, როგორც ჩანს, ამის მომხრეა. საკითხავია როგორ გავაკეთოთ ეს.  დოკუმენტი - მინსკის შეთანხმებები - არ არის დაკავშირებული რუსეთის ჯარების საზღვარზე. გაწევაზე იგი არ არის დაკავშირებული ყირიმის საკითხებთან.  დოკუმენტი ისეთი უღიმღამოა! ის ისეა შექმნილი, რომ თავდაპირველად უფრო სუსტ, წაგებულ პოზიციაში ვიყოთ“, - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ნატო არის „ერთადერთი, ფაქტობრივად, დღეს არსებული უსაფრთხოების ალიანსებიდან, რომელსაც უკრაინა შეუერთდება“. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ  „უკრაინას წლები დასჭირდება, განსაკუთრებით თუ ესკალაცია ისევ იქნება“.
პრეზიდენტის აზრით, უკრაინამ,  უნდა მიიღოს გარანტიების სისტემა, ან „თეორიულად მაინც არ უნდა ჩამოუვარდეს იმ სისტემას, რომელსაც ნატოს ქვეყნებს სთავაზობენ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics