2015-02-03 12:12:07, 370 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დემოკრატიის ეროვნულ ფონდში (NED) ორგანიზაციის პრეზიდენტთან კარლ გერშმანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და დიალოგის გააქტიურებისა და კონკრეტული დღის წესრიგის შემუშავების გეგმები დასახეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან