2021-09-15 15:58:32, 1815 ნახვა
კომენტარი
მეუფე გრიგოლი სუს-ის ჩანაწერებზე - მაინცდამაინც არ მაინტერესებს, მორიგი „ფეიკ ნიუსია“
ჭყონდისის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია 13 სექტემბერს გავრცელებულ სუს-ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისთვის არ არის მნიშვნელოვანი, უსმენენ თუ არა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გავრცელებული ფარული ჩანაწერები მორიგი „ფეიკ ნიუსია“.
„მაინცდამაინც არ მაინტერესებს. მთავარია, რომ უფალი გვისმენს. მორიგი „ფეიკ ნიუსია“, ჩემთვის არ არის მნიშნელოვანი, ისეთი არაფერი საიდუმლო არ არის ჩემს ცხოვრებაში“, - განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,