23:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 13:31:54, 1332 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე სასულიერო პირების თვალთვალზე - „ნაცმოძრაობა“ და ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ინტერნეტში საპატრიარქოს წარმომადგენლების ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილების გავრცელებას ეხმაურება.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას.

„მითხრეს, რომ გავრცელდა ეკლესიის მადისკრედიტირებელი რაღაც გადაცემა, მცდელობა იყო, ეს არის მუდმივი კამპანია. ვხედავთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები ცდილობენ მუდმივად ეკლესიის დისკრედიტაციას, თუმცა ეს მცდელობები წარუმატებლობისთვის არის განწირული. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე, როდესაც კონკრეტული პარტიები და ეკლესიები ეწევიან ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე და ისინი ამისთვის მიიღებენ სათანადო პასუხს, პირველ რიგში, საზოგადოებისგან ამ არჩევნებზე“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ღამე, სოციალურ ქსელში გავრცელდა საპატრიარქოს წარმომადგენლების, მათ შორის, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილები.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics