2015-02-02 16:51:06, 337 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: „პანორამა თბილისის“ პროექტი სატრანსპორტო პრობლემებს გამორიცხავს
„პანორამა თბილისის პროექტის განხორციელება სატრანსპორტო მოძრაობას არ გაართულებს“,-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნარმანიას თქმით, პროექტი ალტერნატიული გზის მშენებლობას გულისხმობს.
„ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, მნიშვნელოვანია ნახევარ მილიარდიანი ინვესტიცია, ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმება და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროექტის განხორციელებას გრძელვადიანი თვალსაზრისით, მოყვება ტურიზმი განვითარებაც,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან