17:52 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-12 14:16:33, 1422 ნახვა

კომენტარი
დეკანოზი ზაზა - მე ავიცერი, რელიგიურობა არ გამორიცხავს იმის აღიარებას, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია

დეკანოზი ზაზა თევზაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა და აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც დეკანოზი აღნიშნავს, რელიგიურობა და ქრისტიანული მოძღვრება არ გამორიცხავს იმის აღიარებას, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გონივრული გამოსავალია გლობალური გაჭირვებიდან თავის დასაღწევად.

„მე, მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ზაზა თევზაძე ავიცერი კოვიდ 19 საწინააღმდეგო ვაქცინით, კერძოდ "ფაიზერით" (ჩაიარა მცირე გვერდითი მოვლენებით)

მინდა გვჯეროდეს რომ რელიგიურობა

და მითუმეტეს ქრისტიანული მოძღვრება არ გამორიცხავს კეთილგონიერებას და აღიარებას იმისას, რომ ვაქცინაციაა ერთადერთი ძირითადი გონივრული გამოსავალი ამ გლობალური გაჭირვებიდან თავის დაღწევაში.

იმედს ვიტოვებ ეს გახდება სტიმულის მიმცემი ადამიანების თუნდაც მცირე ნაწილის გადაწყვეტილებისთვის დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია და აღასრულონ ღვთის ნება - ხელი შეუწყონ სიცოცხლის შენარჩუნებას ჩვენს პლანეტაზე“, - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics