02:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 23:24:56, 941 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური - პირდაპირ გეტყვით ჩემთვის ძალიან მძიმე იყო თუნდაც იმ კადრების გაშვება, რისი გავრცელებაც ბრიფინგებზე მოგვიწია

„რა რეაქცია უნდა მქონოდა, ძალიან მძიმე იყო და ძალიან მძიმე სანახავი იყო. ასევე, ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი დაკრძალვის კადრებიც“, - განაცხადა შს მინისტრმა, ლექსო ლაშქარავას პროზექტურაში გადასვენების კადრების და იმ დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას, რუსთავი 2- ის ეთერში.

მინისტრმა ასევე ისაუბრა, ლექსო ლაშქარავას საქმის მასალებში არსებული ვიდეომტიცებულებების გასაჯაროების შესახებაც.

„პირდაპირ გეტყვით, იმ კადრების გაშვება ბრიფინგებზე რაც მოგვიწია და იძულებულები გავხდით. მერწმუნეთ, არანაირი სურვილი არ მქონდა არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს , ჩემს მოადგილეებს და ხელმძღვანელ პირებს, რომ ეს გაგვეშვა და ენახათ მის ოჯახის წევრებს, მის დედას, შვილს და ა.შ. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, პირდაპირ გეტყვით და ძალიან სამწუხაროა , რომ ასე მოგვიწია.

ეს იქიდან გამომდინარე მოგვიწია, რომ საზოგადოებისგან წამოვიდა მოთხოვნა, გააჟღერეთ ინფორმაცია, რა მოხდა , გვითხარით რა ხდება , ძალიან აიწია ტემპერატურამ და უკვე იძულებულები გავხდით ... იცით რომ რუსთაველზე შეიკრიბა ხალხი და ძალიან ბევრი მოქალაქე ითხოვდა პასუხს, პასუხი გაგვეცით რა მოუვიდა ამ ადამიანს? რა მოხდა? და რაც გქვონდა ჩვენ, ძალიან სწრადად ვიმუშავეთ , მთელი გუნდი ჩართლი იყო და ამ ინფორმაციას ვაწვდიდით... იძულებულები გავხდით ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა“ - განაცხადა გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics