13:32 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 21:35:48, 819 ნახვა

კომენტარი
მაია სანდუ - ქართველი და უკრაინელი მეგობრების გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებდით ახალი ხედვის ჩამოყალიბებას

„ქართველი და უკრაინელი მეგობრების გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებდით ახალი ხედვის ჩამოყალიბებას“, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ასოცირებული ტრიოს ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ პრესკონფერეციაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

„მინდა დავიწყო ჩემი გამოსვლა ერთი რამის ცხადად თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ნამდვილი წარმატება ჩვენი ქვეყნებისთვის. ერთობლივად ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ხილვადობას ევროპაში .

ეს პლატფორმა გვეხმარება დამატებითი ინსტრუმენტების საშუალებით, რომ საერთო გამოწვევებს გავართვათ თავი. იქნება ეს კოვიდი თუ კლიმატის ცვლილებები. კონსოლიდირებული ძალისხმევის სარგებელი ნამდვილად ნათელია.

ქართველი და უკრაინელი მეგობრების გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებდით ახალი ხედვის ჩამოყალიბებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან უფრო სიღრმისეული ინტეგრაცია, რომ სახლში ვიგრძნოთ თავი ევროპაში ყოფნისას“, - განაცხადა მაია სანდუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics