03:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 14:26:25, 605 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: ხედავთ დიდ სურვილს, რომ ტრაგედია გადააქციონ დიდი რევანშის შესაძლებლობად, რაც ვერ განხორციელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ტვ პირველის ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კონკრეტული ტრაგედიით ხდება მანიპულირება მაშინ, როცა გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

„ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება არის ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის და მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის.  ეს ძალიან დიდი მწუხარებაა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება.

დიდ ამორალობად მიმაჩნია, რომ კონკრეტული ტრაგედიით ხდება მანიპულირება მაშინ, როდესაც გარდაცვალების მიზეზიც კი არ არის დადგენილი.  კოლეგის და თანამოქალაქის პატივისცემა მოითხოვს, რომ დაველოდოთ ექსპერტიზის შედეგებს. რაც შეეხება დესტრუქციული ძალების სურვილებს, რომ ყველა ჯერზე, როცა სხვადასხვა მიზეზით ქვეყანაში ტრაგედია ხდება, გადადგეს პრემიერი ან შეიცვალოს მთავრობა, ამის ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს. თქვენ ხედავთ ძალიან დიდ სურვილს და მოლოდინს, რომ დიდი ტრაგედია გადააქციონ დიდი რევანშის შესაძლებლობად, რაც ასე ვერ მოხდება და ვერ განხორციელდება.

ჩვენ ვმუშაობთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს და ბუნებრივია პრემიერის ხელმძღვანელობით, ყველა ამ გამოწვევას თავს ღირსეულად გავართმევთ", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics