22:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 18:52:05, 867 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - ქართული ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება „პრაიდის“ წინააღმდეგი

კატეგორიულად არ ვიზიარებ, რომ ეს პატრიარქის პასუხისმგებლობაა, შეუძლებელია ფიზიკური ძალადობით რაიმე პოზიტიური შედეგის მიღწევა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის კითხვას არის თუ არა ბოლო დღეებში თბილისში განვითარებული მოვლენები პატრიარქის პასუხისმგებლობა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული ეკლესია იყო და იქნება ყოველთვის პრაიდის წინააღმდეგი.

„ვინმეს თუ ეგონა - ვინმე გონიერი ადამიანი თუ უშვებდა, რომ  ქართული ეკლესია პრაიდის წინააღმდეგი არ იქნებოდა  - ამ ადამიანს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს არც საქართველოზე და არც ქართულ ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, ქართული ეკლესია იყო და იქნება ყოველთვის პრაიდის წინააღმდეგი, მაგრამ ესეც გამოხატვის თავისუფლებაა და ესეც მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.  ქართული ეკლესია ვნახეთ პირველ რიგში რითი დაზიანდა -  აი ამ ფიზიკური ძალადობით, პირველ რიგში დაზიანდა ქართული ეკლესია, ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო, ქართული პოლიცია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება პრაიდის მოწინააღმდეგე და ეს ნორმალურია.

„ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება პრაიდის მოწინააღმდეგე და ეს ნორმალურია, ისევე, როგორც ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებისთვისაც პრაიდის ასეთი ფორმით ჩატარება მიუღებელია და რომელთა გამოხატვის თავისუფლებაც ასევე უნდა იყოს დაცული  -  ესაა დემოკრატია, დემოკრატია ასე მუშაობს. ჩვენ კი არ უნდა ვცემოთ ერთმანეთი, უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ; და უმცირესობა იქნება თუ უმრავლესობა, მათი გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფომ მშვიდობიანად უნდა დაიცვას და ეს არის სახელმწიფოს ძირითადი პოზიტიური ფუნქცია და არა ის, რომ გაგვაფრთხილოს, წავიდეს მერე და ბუჩქებში დაიმალოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics