2021-07-05 23:07:30, 967 ნახვა
კომენტარი
თაბაგარი: ძალიან დიდი მადლობა მედიას სამოქალაქო გმირობისთვის
"ჩვენთან ერთად იყავით ამ ბრძოლაში და თქვენ იყავით წინა ფრონტზე. ძალიან დიდი მადლობა სამოქალაქო გმირობისთვის!" – თბილისი პრაიდის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი მედიას მაღალი სტანდარტით მუშაობისთვის მადლობას უხდის.
"არასოდეს უმუშავია მედიას ასე კარგად, როგორც ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ისეთი სტანდარტით გააშუქეს პრაიდთან დაკავშირებული ამბები, რომ მართლა ძალიან მადლიერი ვარ. თქვენზე დიდი წილი მოდის ამ ქვეყანაში აზროვნების ცვლილების გარდაუვალ პროცესში". – წერს თაბაგარი Facebook-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,