2021-07-02 20:53:09, 657 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი სასამართლო რეფორმებზე - უნდა შესრულდეს ყველა დაპირება
„უნდა შესრულდეს ყველა დაპირება“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სასამართლო რეფორმებზე საუბრისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის ქვეყნის პრეზიდენტია და გზავნილები არავისგან არ უნდა მიიღოს.
„მე გზავნილებს არ ვღებულობ საერთოდ, ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები.
ყველანი ვართ ჩართული ამ პროცესებში, აუცილებელია, რომ ეს პროცესი წავიდეს წინ და შესრულდეს ყველა ის დაპირება, რაც ჩვენ გავაკეთეთ და დარწმუნებული ვარ, რომ გავალთ ამ პროცესის ბოლოში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
ავტორი: ექსპრესნიუსი,