14:48 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 21:00:02, 1011 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს - სახელმწიფო ვალმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, შეიძლება მალე „შავ სიაში“ შეგვიყვანონ და ვალიც ვეღარ ავიღოთ

„სახელმწიფო ვალმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, შეიძლება მალე „შავ სიაში“ შეგვიყვანონ და ვალიც ვეღარ ავიღოთ“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოსმენის დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 9 წლის მანძილზე 25 მილიარდი ლარი სესხის სახით აიღო.

„33 489 000 000 - ეს არის სახელმწიფო ვალი, რომელიც თქვენ დააგროვეთ საქართველოში, რომელიც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა გადავიხადოთ იმის გამო, რომ ეს ვალი თქვენ საიდანღაც წამოიღეთ.

მარტო თქვენ არ აგიღიათ ეს ვალი, 8 წელია მუშაობთ ფინანსთა სამინისტროში და წინა ხელისუფლებებმაც აიღეს, ალბათ, ამას იტყვით ბატონო მინისტრო, მარტო ჩვენ არ ვისესხეთ ეს ვალიო, სხვებმაც ისესხესო.

მე დაგითვალეთ და 21 წლის მანძილზე საქართველოს ყველა ხელისუფლებამ 8 მილიარდი ლარი ისესხა, ხოლო გასული 9 წლის მანძილზე, თქვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ერთად აიღეთ 25 მილიარდი ლარი, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა უდიდეს საფრთხეში ჩააგდეთ.

არამარტო ვალი აგვკიდეთ, გადავაჭარბეთ კრიტიკულ ზღვარს, 62%-ია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი, წლის ბოლოს ნავარაუდებია 67%-ზე გასვლა.

ბატონო ფინანსთა მინისტრო, 62, 67% ნიშნავს, რომ შეიძლება მალე „შავ სიაში“ შეგვიყვანონ, აი, ისეთ შავ სიაში, საკრედიტო სია რომ გაქვთ თქვენ, საქართველოში ადამიანებისთვის, სესხს რომ ვეღარ იხდიან, ასეთივე შავ სიაში შეიძლება შეიყვანონ საქართველო და ჩვენ არა თუ პრობლემები, შეიძლება ვალიც ვეღარ ავიღოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics