17:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 13:16:12, 644 ნახვა

კომენტარი
რატი ბრეგაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: სიმართლე საქართველოს მხარესაა და ბრძოლა გრძელდება

სტრასბურგის სასამართლომ „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ - ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმის განხილვა განაახლა, ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. რატი ბრეგაძის შეფასებით, აღნიშნული საქმე ეხება იმ მრავალი ადამიანის უფლებების დარღვევას, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მტკიცებულებები და დარწმუნებული ვართ, რომ ამ საქმეზეც, ისევე როგორც წინა საქმეებში, გამარჯვებას მოვიპოვებთ. სიმართლე ამ საქმეში საქართველოს მხარესაა და ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით ითხოვს, დადგინდეს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის, მათ შორისა: წამების აკრძალვა, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, საკუთრებისა დაგანათლების უფლებები.

იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. საჩივარი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას ეხება. აღნიშნული ქმედებები განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ გაძლიერდა და კრიტიკულ ზღვარს 2018 წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს მიაღწია. საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics