|
2021-06-08 16:39:03, 793 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს იმიტომ, რომ შეეშინდათ ჩვენი შემოსვლის
„ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს იმიტომ, რომ შეეშინდათ ჩვენი შემოსვლის“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი სტრატეგია. „ჩვენ ვაპირებთ სხდომათა დარბაზში შესვლას. როგორც მივხვდი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს იმიტომ, რომ შეეშინდათ ჩვენი შემოსვლის. ახლა ძალიან წყნარად, მშვიდად ავალთ ფრაქციის ოთახში, შევიკრიბებით და გადავინაცვლებთ სხდომათა დარბაზში. ჩვენ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით არ მივდივართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი სტრატეგია, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა და ამ პარლამენტს ვუყურებთ როგორც გარდამავალ პარლამენტს. ძალიან მალე თვითმმართველობის არჩევნები იქნება, ამას მოჰყვება ვადამდელი არჩევნები, მანამდე ჩვენ დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)