|
2021-05-24 22:15:55, 641 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი „ნამახვანჰესის“ აქციაზე - ვერავინ ვერ მოახდენს თბილისის პარალიზებას, არავის არ მივცემთ ამის გაკეთების უფლებას
„ვერავინ ვერ მოახდენს თბილისის პარალიზებას, არავის არ მივცემთ ამის გაკეთების უფლებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა სოზარ სუბარმა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე საუბრისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აქციის მონაწილეებს იმაზე მეტ უფლებას აძლევს, ვიდრე საერთაშორისო კონვეციები და საქართველოს კანონმდებლობა. „ვერავინ ვერ მოახდენს თბილისის პარალიზებას, არავის არ მივცემთ ამის გაკეთების უფლებას და ბუნებრივია თუ კანონის დარღვევას ეცდებიან - კანონი ამოქმედდება. შეიძლება გადაკეტო ერთი ქუჩა, შეიძლება ეს არ ჯდებოდეს კანონის ფარგლებში, თუმცა ზოგჯერ ჩვენ რაღაცაზე ვხუჭავთ თვალს და უფრო მეტის უფლებას ვაძლევთ აქციის მონაწილეებს ვიდრე საერთაშორისო კონვენციები და საქართველოს კანონმდებლობა. თბილისის პარალიზების უფლებას არავის არ მივცემთ, მაგრამ არც იმას არ გავიმეორებთ, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როცა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი მომიტინგეები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)