12:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 14:37:16, 720 ნახვა

კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - ხელისუფლება თუ ეცდება ვინმეზე ხელი აღმართოს ან დააპატიმროს, ამას მოჰყვება საყოველთაო გამოსვლა

თუ ხელისუფლება ეცდება, რომ ვინმეზე ხელი აღმართოს ან დააპატიმროს, ამას მოჰყვება მოსახლეობის საყოველთაო გამოსვლა, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ ხელისუფლება დესტრუქციას მიმართავს, პასუხისმგებლობაც მასზე იქნება.

„მოვუწოდებ იმ საპოლიციო ძალებს და ზოგადად იმ რეპრესიულ სულისკვეთებას, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩვენი მოძრაობის მისამართით, თუ ის ეცდება, რომ რომელიმე ჩვენს თანამებრძოლზე ხელი აღმართოს, ან ვინმე დააპატიმროს, ან მით უმეტეს, რაიმე იერიში მიიტანოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, რომლებიც მშვიდობიანად დგანან და უბრალოდ ხელისუფლების არაადეკვატურობისგან იცავენ თავს, მაშინ ამას მოჰყვება საყოველთაო გამოსვლა მთელი მოსახლეობის. ეს იქნება იმდენად მკაფიო ყველასთვის, რომ ამაზე მთელ საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია ექნება. ეს შეარყევს ხელისუფლებას და ეს იქნება პასუხისმგებლობის ნაწილში მისი პასუხისმგებლობა და არა ჩვენი. პასუხისმგებლობას არ ავიღებთ იმ რაღაც დესტრუქციულ მოქმედებებზე, რაც უნდა, რომ თვითონ ხელისუფლებამ მართოს ამ შემთხვევაში. ამიტომ, თუ თავად დესტრუქციას მიმართავს, პასუხისმგელობაც, ამ შემთხვევაში, იქნება მასზე“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics