18:13 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-20 22:08:37, 721 ნახვა

კომენტარი
გაეროს გენერალური მდივანი - თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს ღაზაში ბავშვების ცხოვრებაა

„თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს ღაზაში ბავშვების ცხოვრებაა“, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია მიუღებელია და ბრძოლა უნდა შეწყდეს.

„შოკირებული ვარ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში მიმდინარე საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის გამო. დაბომბვებმა შეიწირა 200-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე, მათ შორისაა 60 ბავშვი და დაშავდა კიდევ ათასობით ადამიანი.

„ჰამასისა“ და სხვა დაჯგუფებების მიერ რაკეტების ქაოტურმა გაშვებამ ისრაელის ცენტრალური დასახლებული ტერიტორიებისკენ იმსხვერპლა 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

შემძრა ინფორმაციამ, რომ ერთი ოჯახიდან 9 წევრი დაიღუპა ღაზაში მდებარე ალ-შატის ლტოლვილთა ბანაკში.

თუკი დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს არის დღევანდელ ღაზაში ბავშვების ცხოვრება. ეს მიუღებელია. ბრძოლა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics