22:30 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-10 23:27:51, 554 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია - როცა ხელი ეწერებოდა ამ დოკუმენტს, საქმის კურსში არ ვიყავი

„როცა ხელი ეწერებოდა ამ დოკუმენტს, საქმის კურსში არ ვიყავი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოაწერეს მათი მიტოვება არ შეიძლება.

„კონსულტაციები ჩემთან მეტ-ნაკლებად იყო შესაძლებელი სატელეფონო ზარების მეშვეობით, როცა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, აძლევდნენ შესაძლებლობას, რომ გვერდით ოთახში გასულიყვნენ და დაერეკათ ჩემთვის.

უშუალოდ იმ დღეს, როცა ხელი ეწერებოდა ამ დოკუმენტს, საქმის კურსში მე არ ვიყავი.

რაც მოხდა, როგორც მოხდა, ბევრისთვის მისაღები იყო, ბევრისთვის მიუღებელი, მოხდა ეს და მე ვფიქრობ, რომ ის ნაწილი ოპოზიციის, ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, არ შეიძლება, რომ იმ პლატფორმაზე ბრძოლის, რომელზეც ისინი შევიდნენ, მარტო დავტოვოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics