2021-05-08 19:32:22, 939 ნახვა
კომენტარი
ვიოლა ფონ კრამონი - ბატონი მელია ციხეს ძალიან მალე დატოვებს
„ბატონი მელია ციხეს ძალიან მალე დატოვებს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებამ საქართველოს ყველა გზა უნდა გაუხსნას შეთანხმების მიღწევაში.
„კარგია იმის დანახვა, რომ ყველა პარტნიორმა შეასრულა დაპირება - მათ შორის, ევროკავშირმა.
შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ ბატონი მელია ციხეს ძალიან მალე დატოვებს.
ამან საქართველოში ყველას გზა უნდა გაუხსნას რეგულარული საპარლამენტო მუშაობისკენ 19 აპრილის შეთანხმების თანახმად“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,