15:02 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 15:46:56, 491 ნახვა

საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსის“ აქციას ემზარ კვიციანი შეუერთდა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ აქციას, რომელიც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი შეუერთდა.

ამის შესახებ ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება.

კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მოთხოვნა, რის გამოც აქციაზე მივიდა არის ის, რომ ვაზაგაშვილების საქმეები დროულად გაიხსნას.

„მე სიტყვით გამოსვლის დროსაც ვთქვი და საზოგადოებას მოვუწოდე, რომ ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის სამართლიანობის აღდგენა და იური ვაზაგაშვილისა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეების დროული გახსნა. მე ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოფხიზლდნენ და ხალხისკენ გამოიხედონ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

აქციაზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

აქციაზე ასევე იმყოფებიან იური ვაზაგაშვილის ახლობლები, ბუტა რობაქიძის მშობლები - ია მეტრეველი და სოსო რობაქიძე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics