06:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 20:48:17, 648 ნახვა

კომენტარი
სენატორი რიში - კომპრომისის მოძებნა პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ შეთანხმების გამძლეობის ნამდვილი ტესტი მისი განხორციელება იქნება

„კომპრომისის მოძებნა პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ შეთანხმების გამძლეობის ნამდვილი ტესტი მისი განხორციელება იქნება“, - ამის შესახებ აშშ-ს სენატორმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ჯეიმს რიშმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დროა საქართველომ პოლიტიკური დევნის გზიდან გადაუხვიოს.

„ორშაბათის პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯია პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რამაც ქვეყანა თვეების განმავლობაში მოიცვა.

მოხარული ვარ, რომ ვხედავ, შეთანხმება მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს, რეზოლუციას ორი დაპატიმრებულ ოპოზიციონერზე და გარანტიას, რომ ოპოზიცია პარლამენტს შეუერთდება. ორივე მხარემ აჩვენა ლიდერობა და გამბედაობა თავიანთ ძალისხმევაში, რომ კომპრომისზე წავიდნენ თავიანთი ქვეყნისა და ყველა ქართველის სასარგებლოდ და ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიაზე დააბრუნოს.

ამ მოლაპარაკებების პროცესში მადლიერი ვარ ევროკავშირის ლიდერობის და ელჩი დეგნანის მეთაურობით აშშ-ს საელჩოს დაუღალავი მუშაობის.

კომპრომისის მოძებნა პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ შეთანხმების გამძლეობის ნამდვილი ტესტი მისი განხორციელება იქნება.

აორივეს - „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას ეს შეთანხმება წერილობით და ასევე სულიერად, და რომ აღადგინოს პოლიტიკური ნდობა.

როგორც მრავალჯერ მაქვს ნათქვამი, საქართველომ უნდა გადაუხვიოს პოლიტიკური დევნის გზიდან და ძლიერი, წარმატებული საქართველოს მშენებლობისკენ წავიდეს.

ეს ქვეყანას ამ მიმართულებით წაიყვანს, თუმცა აშშ, მათ შორის საქართველოს მეგობრები აშშ-ს კონგრესში, დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს“, - განაცხადა ჯეიმს რიშმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics