08:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 20:00:29, 517 ნახვა

კომენტარი
დავით ბაქრაძე - ჩემი ურთიერთობა „ევროპულ საქართველოსთან“ დასრულებულია, არ ვაპირებ ხელოვნურ კინკლაობაში შესვლას

„ჩემი ურთიერთობა „ევროპულ საქართველოსთან“ დასრულებულია, არ ვაპირებ ხელოვნურ კინკლაობაში შესვლას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტი გახდა საერთო ოპოზიციური ფლანგის ნაწილი.

„ვერ მივიღებ ვერანაირ ბრალდებას ამ თემაზე. ადვილი შესამოწმებელია თქვენთვის, თუ რაზე ვსაუბრობდი.

მე ავიღე პაუზა პარტიული პოლიტიკიდან. არ ვარ არც ერთ პარტიაში და არ ვაპირებ არც ერთ პარტიაში შესვლას.

მე ვამბობდი, რომ ვრჩებოდი პოლიტიკაში და ვრჩებოდი საერთო ოპოზიციურ ფლანგზე.

გუშინდელი დღის შემდეგ პარლამენტი გახდა ამ საერთო ოპოზიციური ფლანგის ნაწილი და ამიტომ ვარ აქ. მე ვთქვი, რომ ვიღებდი პასუხისმგებლობას პარტიის მიერ ნაჩვენებ შედეგზე.

დიახ, მე ავიღე პასუხისმგებლობა და გადავდექი პარტიის თავმჯდომარეობიდან და უფრო მეტიც, შევთავაზე პარტიის მთლიანად განახლება, რაზეც თავად პარტიამ თქვა უარი, რის შედაგადაც თავმჯდომარე გახდა გიგა ბოკერია.

ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია და ჩემი ურთიერთობა „ევროპულ საქართველოსთან“ გარკვეული და დასრულებული. არ ვაპირებ ამ თემაზე ხელოვნურ კინკლაობაში შესვლას, წარმატებას ვუსურვებ „ევროპულ საქრთველოს“ , - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics