11:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 21:51:55, 477 ნახვა

კომენტარი
აშშ - „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი იქნეს მიღწეული

„ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი იქნეს მიღწეული“, - ამის შესახებ ამერიკის დიპლომატიური უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორივე მხარემ ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა საკუთარი ინტერესები დააყენა.

„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს.

მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს ჩვენი პოზიცია, რომ მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას.

კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო -ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics