08:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 21:14:55, 525 ნახვა

კომენტარი
იან კელი - ანაკლიის პორტის პროეტის შეჩერება რუსეთისთვის ნამდვილად ხელსაყრელი იყო

„ანაკლიის პორტის პროეტის შეჩერება რუსეთისთვის ნამდვილად ხელსაყრელი იყო“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია, საქართველო და უკრაინა არ გახდნენ ნატოს წევრი ქვეყნები.

„რა არის რუსეთის მიზანი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, მათ შორის, უკრაინისთვის - მე ვფიქრობ, მათი მიზანია დარწმუნდნენ, რომ საქართველო არ იღებს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმას, არ ხდება NATO-ს და ევროკავშირის წევრი.

მე ასევე შეშფოთებული ვიყავი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, როდესაც ანაკლიის პროექტი შეაჩერეს. ვფიქრობ, თუ შეხედავთ, თუ ვინ იგებს ამ გადაწყვეტილებით, რომ შავ ზღვაში არ აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი, ეს რუსეთია.

მე შეშფოთებული ვიყავი, ეს პორტი, ვფიქრობ, გაზრდიდა NATO-ს შესაძლებლობას, რომ კავშირი ჰქონოდა საქართველოს სანაპირო დაცვასთან, მეტი გემები ეწვეოდნენ, ეს ნამდვილად უზრუნველყოფდა დასავლეთის კუთხეს სამხრეთ დერეფნის კასპიის ზღვის ენერგიისთვის.

მე ვფიქრობ ანაკლიის პორტის პროეტის შეჩერება რუსეთისთვის ნამდვილად ხელსაყრელი იყო“, - განაცხადა იან კელიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics