08:16 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 14:40:33, 643 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - იანვრის შემდეგ 1 000-ზე მეტი შემთხვევა არ ყოფილა, რაც ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იანვრის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის 1 000-ზე მეტი შემთხვევა არ ყოფილა, რაც ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესება და ჯანაცვის სექტორზე უკვე სერიოზული ზეწოლაა.

„იანვრის შემდეგ არ ყოფილა 1 000-ზე მეტი შემთხვევა, შესაძლებელია ეს დაკავშირებულია, ზოგადად ორშაბათის სინდრომს ვეძახით, მაგრამ ეს ძალიან საყურადღებოა და საგანგაშო. რადგან ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება თანდათან და ასეთი ნახტომი არ ყოფილა, როცა ჩვენ დაახლოებით 24 საათის განმავლობაში იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი. თანდათან ეპიდსიტუაცია უარესდება. ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე უკვე სერიოზულია

რომლის პროგნოზირებადი იყო, რომ გაუარესდებოდა, მაგრამ ჩვენ სულ ვცდილობთ რომ მოვუწოდოთ მოსახლეობას, ზედამხედველობის სამსახურებს, რომ მეტი კონტროლი და მონიტორინგი იყოს, იმიტომ რომ არ გვინდა ისევ მოხდეს მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ აქედან გამოსავალია 5 მთავარი ღონისძიების დაცვა: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ჰიგიენური წესები და დიდი ღონისძიებების აკრძალვა, თავის არიდება, განსაკუთრებით სუფრების, ქეიფების“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics