23:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 13:07:55, 873 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - აჟიოტაჟი და ხმაური, რაც დაწყებულია „ნამახვანჰესზე“, აბსოლუტურად გაუგებარია

აჟიოტაჟი და ხმაური, რაც დაწყებულია „ნამახვანჰესზე“, აბსოლუტურად გაუგებარია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირალი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნამახვანჰესი“ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის ნიშნებია გამოკვეთილი.

„ნამახვანჰესი არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი და ჰესი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ჩვენი ქართველი მეცნიერების მიერ არის წლების წინ, 40 წლის შემუშავებული, ის აჟიოტაჟი და ხმაური რაც დაწებულია, აბსოლუტურად გაგებარია და მე ერთის მხრივ, იქ, არიან მოქალაქეები,  მოქალაქეები, რომლებიც გულწრფელად არიან ჩართულნი ამ პროცესში და მეორეს მხრივ პოლიტიკურად ანგაჟირებული და უცხო სახელმწიფოების მიერ ინსპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო.  დღეს ვხედავთ გამოკვეთილ ნიშნებს, ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics