23:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 21:49:40, 903 ნახვა

კომენტარი
პაატა სალია - მაია ასათიანის განცხადება დაუმსახურებელი და შეურაცხმყოფელი იყო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეწამყვან მაია ასათიანი განცხადებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, ასათიანი განცხადება ტელეკომპანიისა და თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელი და შეურაცხმყოფელი იყო.

პაატა სალიას განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა - „პროფილის“ ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არც ერთი გადაცემის და მათ შორის „პროფილის“ შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არც ერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

„პროფილის“ დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა - „შორენას ეფექტი“.

მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა "პროფილის" შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

„რუსთავი 2“ წარმატებას უსურვებს „პროფილის“ შემოქმედებით ჯგუფს.

ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics