2021-03-15 21:14:08, 568 ნახვა
კომენტარი
ბრიტანეთის ელჩი - ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში
„ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელში წერს.
მან ასევე აღნიშნა, რომ „კოვაქსის“ მიზანია, ვაქცინები ყველა ქვეყნისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
„საქართველოში „კოვაქს“ პლატფორმის მეშვეობით „კოვიდ-19“-ის ვაქცინების პირველი დოზა ჩამოვიდა. „კოვაქსის“ მიზანია, ვაქცინები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთი „კოვაქსის“ უმსხვილესი კონტრიბუტორია. ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“, – წერს მარკ კლეიტონი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,