08:35 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 23:30:27, 518 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - არ გამოვრიცხავ, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორმა მომავალშიც გაიზიაროს გონივრული და დაბალანსებული წინადადებები

„არ გამოვრიცხავ, რომ „ნამახვანჰესის" პროექტის ინვესტორმა მომავალშიც გაიზიაროს გონივრული, დაბალანსებული წინადადებები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „რეალური სივრცე" სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ინვესტორი თვითონაც მოწადინებულია, რომ მათ ირგვლივ თანამშრომლობის კარგი გარემო შეიქმნას, რადგან სხვაგვარად პროექტის გაგრძელება გართულდება.

„თუმცა შეთავაზებული წინადადებები უნდა იყოს გონივრული. მაგალითად, წინადადება, რომ ინვესტორმა დახარჯოს 830 მილიონი დოლარი და მას საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში არ ჰქონდეს ის მიწა, რომელიც კაშხლის და ნაგებობის ქვეშ უნდა იყოს, არ არის გონივრული.  წინადადება, რომ, პირობითად, 5 მილიონი ლარი შეიძლება ცოტა იყოს და ფონდის მოცულობა გაიზარდოს, შეიძლება იყოს გონივრული, გნებავთ დასაქმების ნაწილში-  წინადადება, რომ კომპანიამ დაასაქმოს ქართველები, რაც დღეს ხელშეკრულებაში არ არის დაფიქსირებული და  ჩვენ მივიღეთ ეს შენიშვნა. ამიტომ ვთქვით, რომ ფაქტობრივად, ჩვენთან შეთანხმებით კომპანია ამაზეც იმუშავებს და რაღაც ნაწილი დასაქმებულების თავადვე დაატრენინგოს, არის გონივრული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, დიალოგისთვის კარი ღიაა და უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად ბოლო 2-კვირიანი დიალოგისა და შეხვედრების შემდეგ, პირველი შედეგი სახეზეა - ეს არის შეთავაზებების 4-პუნქტიანი გეგმა.

შეგახსენებთ, რომ ინვესტორთან მიღწეული შეთანხმებით, „ნამახვანი ჰესის" კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება; შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics