20:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 18:19:19, 363 ნახვა

კომენტარი
ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს ამომწურავი, კომპეტენტური პასუხი

 „საზოგადოების ყველა კითხვაზე „ნამახვანი ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით გვაქვს ამომწურავი, კომპეტენტური პასუხი”, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა.

 მისი თქმით, ქუთაისში დღევანდელი შეხვედრის  მიზანი ჰესის ხელშეკრულების სამართლებრივი ასპექტები და ტექნიკური სახის კითხვების დეტალური გავლა იყო, თუმცა, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ჯგუფმა დარბაზი დატოვა.

 „იურისტების გარდა, ჩვენ დღეს ჩამოვიყვანეთ ეკონომისტები, ტექნიკური ჯგუფის წევრები. სამწუხაროდ, ოპონენტებმა დარბაზი დატოვეს, არ გაუჩნდათ არცერთი კითხვა და შეხვედრა ისე ჩაშალეს, რომ ვერცერთი კითხვის გავლა ვერ მოვასწარით, რაც ძალიან სამწუხაროა“, - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა მედიასთან კომენტარისას.

 ამასთან, ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ოპონენტებს შორის ურთიერთობა კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გაგრძელდეს.

„შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნება, რომ ეს ემოციები დაცხრეს, ისევ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. რაც შეეხება კომპრომისს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს გააჟღერა რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც უკვე გადადგმულია. დიალოგს აზრი ყოველთვის აქვს და მჯერა, რომ ის შედეგს გამოიღებს. დღეს ის არ შედგა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში დიალოგი შედგება. რაც შეეხება მთავარ საკითხს  - რიონის ხეობა არ გაყიდულა, როგორც აცხადებენ, ეს არის მტკნარი სიცრუე და ამ ფაქტებს წარმოგიდგენთ“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics