08:33 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 20:48:35, 502 ნახვა

კომენტარი
მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიაზე - ჩემს ეპარქიაში სასჯელი ვის მივცე, ვის დავადო ვის უნდა შევუთანხმდე? ჟურნალისტებს? ანგაჟირებულ მრევლს?

„ჩემს ეპარქიაში სასჯელი ვის მივცე, ვის დავადო ვის უნდა შევუთანხმდე? ჟურნალისტებს? ანგაჟირებულ მრევლს?“, -  ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხრადი ფაქტი წინასწარ დაგეგმილი იყო.

„რა ტენდენციაა ეს, რომ საკუთარ რეზიდენციაში გეჭრება ამდენი ხალხი და არ გაცლის მღვდელმთავარს კრება ჩაატარო?! რა ტენდენციაა, რომ მღვდელმთავარს, რომელსაც არ ემორჩილება მისი დიაკონი, რომელიც მოწოდებული იყო ორჯერ რომ დამდგარიყვნენ მსახურებაზე და უარი განაცხადეს, მღვდელმთავარს უფლება არ აქვს თავისი დიაკონი, რომელიც არ ემორჩილება, იმას განაჩენი გამოუტანოს და დასაჯოს?

მე ვერ ვხვდები ჩართულობას. ეს არ არის მრევლის ჩართულობა, ეს არის ეკლესიაში რომ ეძებს პროვოკაციას, წინასწარ დაგეგმილს. ვინც იქ მივიდა მარტვილელები არცერთი არ იყო, იყვნენ ჩამოსულები ზოგი ქუთაისიდან.

რა ესაქმებათ? ჩემს ეპარქიაში სასჯელი ვის მივცე, ვის დავადო ვის უნდა შევუთანხმდე, მაპატიეთ, ჟურნალისტებს? ანგაჟირებულ მრევლს? არ მესმის ეს რა არის, აღშფოთებული ვარ. მით უმეტეს, ძალადობით შეჭრა მღვდელმთავრის პირად საკუთრებაში, როცა კრება მიმდინარეობს.

ჩანს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. ხალხი, რომლებიც „ბალკონიდან“ გადმოცვივდნენ, გარედან აღებდნენ კარს...

იქ იყვნენ ჩასული ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ პროვოკაცია გამოეწვიათ და ეს გამოუვიდათ. ვერ ვიგებ ეს მოდიფიცირებული ეკლესიურობაა, მოდიფიცირებული „ახალი მრევლი“ თუ რა ხდება?!”,- განაცხადა მეუფე ანტონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics