10:47 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 23:01:20, 449 ნახვა

კომენტარი
ანდრია ჯაღმაიძე - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მეუფე სტეფანეს, მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მეუფე სტეფანეს, მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი არის ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა.

„ის რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, ის რაც მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს.

მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან.

ეს იყო მცდელობა მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ, ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს.

ეს არის გაუგონარი თავხედობა, ეს არის ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა და სიწმინდისა. მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ სასულიერო პირები და მოხდა შეჭრა რეზიდენციაში.

ეს არის დევნა, არავის აქვს კერძო საკუთრებაში შესვლის უფლება და როდესაც კარს უმტვრევ და ვარდებიან შიგნით, რამდენად მიგაჩნიათ სწორად?

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს, ამას ვამბობთ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომელიც გვიკავშირდებოდა. ხვალ უფრო მეტი სიცხადე იქნება.

მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას ძალით”, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics