20:20 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-06 17:03:00, 586 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი ჩანაწერებზე - 2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტებია ამოღებული და შეკოწიწებული

„2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტებია ამოღებული და შეკოწიწებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ „ფეიკის“ მომზადებაში მონაწილეობას ახალგაზრდა ჟურნალისტები იღებენ.

„2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტებია ამოღებული და შეკოწიწებული.

წარმოიდგინეთ სურათი, რომ ადამიანები, ვინც ბერას შეურაცხყოფას აყენებენ, ან რატომ უნდა მიაყენონ ბერას შეურაცხყოფა, ანზორ ჩუბინიძის მიერ არიან დევნილები, ქუჩაში დასდევს, ხოცავს ან ფიზიკურად უსწორდება.

დაახლოებით ეს არის შინაარსი, რაც გამოაქვეყნა წინსწრებით ერთ-ერთმა ტელევიზიამ.

სამწუხაროა, რომ ამ „ფეიკ“ ინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ, რათა ახალგაზრდები დაარწმუნონ, თითქოს მათ პერიოდში არც ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს, არც აწამებდნენ, რომ იქნებდა მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ იმ უაზრო აქციებზე, რასაც ატარებენ და ეძახიან რაღაც დემოკრატიისთვის ბრძოლას.

ეს არის შინაარსი, რასაც ჩვენ ვუყურებთ დღეს. სამწუხაროა, რომ ამ „ფეიკის“ მომზადებაში იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებსაც კარიერა, ცხოვრება წინ აქვთ და გაცილებით საინტერესო სიუჟეტების მომზადებაც შეუძლიათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics