|
2021-03-05 13:24:07, 371 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა
შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომალაურმა, პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „2020 წელი, მოგეხსენებათ, რთული წელი იყო. ქვეყანა დღემდე ებრძვის პანდემიას და ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. პარალელურად, სამინისტროს თანამშრომლები კრიმინალთან ბრძოლას, ისევე, როგორც მოქალაქეთათვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრო აგრძელებს ეფექტიან მუშაობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა. მისივე განცხადებით, სამინისტროს მიერ კრიმინალის წინააღმდეგ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და კონკრეტულ ციფრები რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე ყოველთვიურად ქვეყნდება. "ქვეყანაში სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12%-ით. შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის: მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც. გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტ რესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე მომატებულია მკვლელობა 9 ფაქტით.“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)