|
2021-03-02 12:53:28, 424 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისმწამებლური კასკადი მოვისმინეთ, რაც ანტისახელმწიფოებრივია
პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ არნახული ცილისმწამებლური კასკადი მოვისმინეთ, რაც ანტისახლმწიფოებრივი და მტრულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მან, როგორც მთავრობის მეთაურმა საქართველოს პატრიარქს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. „ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება და პატივია ჩვენს უწმინდესთან შეხვედრა, დღევანდელი შეხვედრით კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული პატრიარქის, მთლიანად ეკლესიის და საპატრიარქოს მიმართ. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დრო გამოწვევებით აღსავსეა, გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, არნახული ცილისწამებების კასკადი მოვისმინეთ და გავხდით ამის მომსწრენი, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი, მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხის, ქვეყნის და ეკლესიის ინტერესებს. მე, როგორც მთავრობის მეთაურმა სრული მხარდამჭერა, რაც შემეძლება ეკლესიას აღვუთქვი, დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყარული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)