|
2021-02-27 19:12:27, 560 ნახვა
კომენტარი
თინა ბოკუჩავა - ე.წ დეპუტატები იძულებული იქნებიან საკუთარი მანქანებიდან გადმოსხდნენ, რადგან პროტესტს საავტომობილო გზაზე ვაპირებთ
„ე.წ დეპუტატები იძულებული იქნებიან საკუთარი მანქანებიდან გადმოსხდნენ, რადგან პროტესტს საავტომობილო გზაზე ვაპირებთ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აქცია მიზნად არ ისახავს დეპუტატების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. „შეხვედრაზე ძირითადად განვიხილეთ სამშაბათის საპროტესტო ღონისძიება, რომელიც ჩატარდება საქართველოს პარლამენტის შენობასთან. აქცია მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე. ისინი იძულებული გახდებიან, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, გადმოსხდნენ საკუთარი ძვირად ღირებული მანქანებიდან, რადგან საავტომობილო გზაზე ვაპირებთ, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი მშვიდობიანი გზით. შემდეგ ასევე იქნება აქციები კანცელარიასთან ისევე, როგორც სასამართლოსთან, პოლიციის შენობასთან. თუმცა დღევანდელი შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო სწორედ უახლოესი აქციის, ანუ სამშაბათის აქციის დაგეგმვას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)