04:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 18:21:29, 380 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში პირველი „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა

პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში პირველი „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინა პირდაპირი მოლაპარაკების გზით შემოვა და არა „კოვაქსიდან“.

„პირველს ალბათ, დანამდვილებით ვიტყვი, მივიღებთ „ასტრაზენეკას“, არა კოვაქსიდან, არამედ, პირდაპირი მოლაპარაკების გზით, ეს უფრო რეალური ჩანს, ვიდრე კოვაქსის პლატფორმისგან.

კოვაქსი, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილებს ქვეყნებს, მაგრამ სამწუხაროდ, ვაქცინების ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიოში შექმნილი.

ვაქცინაციის დაწყება ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია, საკმარისი მოცვა და იგივე ევროკავშირში დღეს დაწყებული კი არის, მაგრამ მოცულია მოსახლეობის 4%, ეს არაფერია პრაქტიკულად.

ყველაზე კარგი მონაცემები ისრაელს აქვს, ერთი დოზით უკვე 70%-ზე მეტი აცრა მოსახლეობის.

გასაგებია ამ ქვეყნის შესაძლებლობა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics