03:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 14:11:51, 532 ნახვა

კომენტარი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ვახო სანაიზე თავდასხმას ეხმაურებ და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება.

ქარტიაში აცხადებენ, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე.

„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვანს, ვახო სანაიას თავს დაესხნენ და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ვახო სანაიას განცხადებით, აგრესია მისი, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ გაჩნდა. მან აღნიშნა, რომ ეს არის იმ აგრესიული პროპაგანდის შედეგი, რასაც ხელისუფლება კრიტიკული მედიის მიმართ ეწევა.

​შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა“, - განაცხადეს ქარტიაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics