03:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 22:59:46, 612 ნახვა

კომენტარი
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში - ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ იმედგაცრუება გამოიწვია

„ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ იმედგაცრუება გამოიწვია“, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, უილიამ კორტნიმ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს.

„იმედგაცრუება გამოიწვია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებამ. ეს არის ძალიან ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, რომელმაც დასავლეთში შოკი გამოიწვია.

პირველ რიგში, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს.

მეორე: ოპოზიციამ უნდა დაიკავოს საკუთარი ადგილი პარლამენტში.

შეიძლება ერთობ რთულია ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ერთობლივი მუშაობა ახალი იდეების შესამუშავებლად.

დემოკრატიულ ქვეყნებში გამოჩენილი მოქალაქეები ერთად სხდებიან, გამოდიან კონკრეტული იდეებით, ვფიქრობ, ახლა საქართველოში ამის დროა.

საჭიროა, ადამიანები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ერთად დასხდნენ და წარმოადგინონ იდეები პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა უილიამ კორტნი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics