04:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 15:49:43, 492 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტებისთვის.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოს ოთხივე ზამთრის კურორტზე გაიხსნება სასტურმოები, 8 მარტს კი საბაგიროების მუშაობა აღდგება. 

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სეზონის დიდი ნაწილი ოთხი დიდი ზამთრის კურორტის ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა მოგვიწია. მაგრამ, ხვალიდან, პრაქტიკულად, ოთხივე ლოკაციაზე გაიხსნება სასტუმროები. ეს დროში ემთხვევა ისეთ მნიშვნელოვან სპორტულ და არამარტო სპორტულ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას, როგორიცაა ბაკურიანში თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპის ჩატარებას - ეს არის სკიკროსი და სნოუბორდ კროსი - თხილამურის და სნოუბორდის კროსის სახეობები", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ღონისძიბაში მონაწილოების მისაღებად საქართველოს 500-მდე სპორტსმენი ესტუმრება ყველა პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით. ამასთან, 8 მარტამდე პერიოდში ზამთრის კუროტებზე სასრიალო არეალების მომზადება მოხდება.

„კარგად გვესმის, რომ მთლიანობაში ეს სრულად ვერ დააკომპენსირებს იმ პრობლემებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიური ვითარების და აუცილებელი შეზღუდვების გამო შეექმნა ზამთრის კურორტებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დამატებითი დახმარება იქნება იმ მცირე მეწარმეებისთვის,  ოჯახებისთვის, ადამიანებისთვის, ვინც ზამთრის კურორტებზე ცხოვრობს და ამ სფეროშია ჩართული", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics