04:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 21:56:54, 461 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი 2021 წლიდან თითქმის 2 მილიონი ლარით გაიზარდა

 პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრობის კანდიდატმა  ეკატერინე ტიკარაძემ  ჯანდაცვის პროგრამების გაზრდილ დაფინანსებასა და პაციენტების ნაწილისთვის სათემო მომსახურეობის ხელმისაწვდომობაზე  ისაუბრა.

„2021 წლიდან თითქმის 2 მილიონი ლარით გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი და შედეგად უფრო ხელმისაწვდომი გახდა სტაციონარული, ამბულატორიული და სათემო სერვისები. გარდა ამისა, ჩვენს ფრანგ კოლეგებთან ერთად, დავიწყეთ სისტემის დეცენტრალიზაციაზე მუშაობა, რათა პაციენტებმა სამკურნალო მომსახურება დიდი ზომის დაწესებულებების ნაცვლად მიიღონ საოჯახო ტიპის სახლებსა და საცხოვრისებში. პაციენტების ნაწილისთვის მსგავსი ტიპის სათემო მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია.

ასევე გაიზდა ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებში 30%-ით გაიზარდა ექიმისა და ექთნის მინიმალური ხელფასის ოდენობა.

 2021 წლიდან ჩვენ ასევე გავზარდეთ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, რის შედეგად გაუმჯობესდა ბავშვთა სერვისების დაფინანსება.

 მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ უსაფრთხო სისხლისა და ორგანოთა ტრანსპლანტაციის ნაწილში ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად", - განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics