|
2021-02-11 18:35:21, 616 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მონაწილე ვართ ისტორიული პროცესისა, როდესაც საქართველოს გავლით ევროპას კასპიური გაზი მიეწოდება
„ყველა მონაწილე ვართ მართლაც ისტორიული პროცესისა, როდესაც რეალური გახდა ჩვენი და რეგიონის ქვეყნების საუკუნოვანი ოცნება, რომ საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება კასპიური გაზი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, უკვე მოქმედებაშია არამხოლოდ სამხრეთკავკასიური ნაწილი, რომელსაც თავისი სიკეთე მოაქვს საქართველოსთვის, არამედ შაჰდენიზის მეორე ფაზის შემდეგ წარმატებით გაეშვა ტანაპის პროექტი და ახლა უკვე, ბოლოს, ტრანს-ადრიატიკის მილსადენი. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში, რომელიც წელს ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. ღონისძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა. ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები, ტაპ-ის პროექტის დასრულება და აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის მიწოდების დაწყება." მისი შეფასებით, წლევანდელი მინისტერიალი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, რადგან ამ დიდ ინიციატივასა და რეგიონალურ პროექტში მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ თქვან, რომ მიუხედავად პანდემიისა, ყველა, დასახული ღონისძიება არის შესრულებული. „დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მომავალ, კიდევ უფრო საინტერესო განვითარებაზე, თუნდაც, თურქმენეთის მონაწილეობაზე ამ ინიციატივაში. ასევე საუბარია ახალ მოცულობებზე, ახალ საძიებო სამუშაოებზე, რასაც აწარმოებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო აზერბაიჯანი. ასევე ვსაუბრობთ ამ დერეფნისა და მილსადენების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაზე და ამაში სხვა ევროპული ქვეყნების, მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნების ჩართვაზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავას თქმით, საქართველოსა და ჩვენი მოსახლეობისთვის ასევე მთავარი სიკეთეა შაჰდენიზიდან ე,წ. „უფასო გაზის" გაზრდილი მოცულობები, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, მათ შორის გაზის ნაწილში განამტკიცებს.
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)