23:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 12:31:30, 538 ნახვა

კომენტარი
თეა ახვლედიანი - ცხინვალისა და ახალგორის მოსახლეობა საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად მძევლად აიყვანა

ცხინვალისა და ახალგორის მოსახლეობა წელიწადზე მეტია, რაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ მძევლად არის აყვანილი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს ყოველფღიურ რეჟიმში, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს წვდომა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და სხვა სახელმწიფო მომსახურებაზე.

„ცხინვალისა და ახალგორის რაიონის მოსახლეობა წელიწადზე მეტია, რაც ფაქტობრივად მძევლად არის აყვანილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ამისათვის, ისევ და ისევ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს წვდომა როგორც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე, ასევე სხვა სახელმწიფო მომსახურებაზე, რომელიც ვრცელდება საქართველოს სხვა მოქალაქეებზე. ჩვენ ყველა ფორუმზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში ვაყენებთ ამ ადამიანების უფლებების დაცვის თემას. იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics