|
2021-02-10 21:18:44, 579 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ვმუშაობთ ძალიან ბევრ ქვეყანასთან და დამატებითი დოზების მისაღებად მტკიცე პირობები გვაქვს
„ვმუშაობთ ძალიან ბევრ ქვეყანასთან და დამატებითი დოზების მისაღებად მტკიცე პირობები გვაქვს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მარტში „ასტრაზენეკას“ 180 ათასი ვაქცინა იქნება. „ჩვენ მილიონ 400 ათასი დოზა გრანტირებული გვაქვს კოვაქს პლატფორმიდან, რომლის კონტრაქტი არსებობს და ეს პლატფორმა მოგვაწვდის. ახლა შემოდის 29 ათასი დოზა სწორედ კოვაქსიდან და, შემდეგ, 180 ათასი იქნება კიდევ კოვაქსიდან, მარტში, ოღონდ სხვა - ასტრაზენეკას ვაქცინა. შემდეგ, თანდათანობით, მათ მილიონ 400 ათასი წელს უნდა მოგვაწოდონ და ამას რომ დაფარავენ, მერე უკვე დაიწყება მათგან შემდგომი დოზების შესყიდვა. ასევე, პარალელურად, ვმუშაობთ ძალიან ბევრ ქვეყანასთან და ასევე მწარმოებლებთან და უკვე მტკიცე პირობები გვაქვს გარკვეული დამატებით დოზების მიღების“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)