21:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 00:06:55, 502 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: უზბეკეთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია, სამხრეთ აზიის რეგიონი, უზბეკეთის გავლით გავიდეს ევროპაში

საპორტო, სარკინიგზო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთობლივი  განვითარების საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მინისტრმა სარდორ უმურზაკოვმა ონლაინ-შეხვედრაზე, რომლის დროსაც ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ლოგისტიკური დერეფნის განმტკიცებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

ასევე, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობას.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო და უზბეკეთი არიან პარტნიორი ქვეყნები, მეგობრები და რეგიონში  ძალიან სწრაფად, მზარდად განვითარებადი სახელმწიფოები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უზბეკეთი ძალიან ბევრი მიმართულებით სწავლობს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და გარკვეულ მაგალითსაც იღებს აქედან.

„სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის განვითარების  თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენსა და უზბეკეთს შორის განმტკიცებული თანამშრომლობა.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები შესაძლებელს ხდის,  რომ მთლიანად სამხრეთ აზიის რეგიონი უზბეკეთის გავლით და შემდეგ უკვე მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნით, საქართველოს პორტების გამოყენებით დაუკავშირდეს ევროპას და ამისთვის ძალიან საინტერესო, დიდი სარკინიგზო პროექტები ხორციელდება როგორც უზბეკეთში, რომელიც აკავშირებს ავღანეთს, პაკისტანს, შემდგომში ინდოეთს, ასევე საქართველოში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.

მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის მიერ შექმნილ, ერთობლივ სამუშაო ჯგუფს საქართველო უმასპინძლებს, რომელიც სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ერთობლივი ინვესტიციების საკითხებზე იმუშავებს.

გარდა ამისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას კიდევ ერთი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს პოტენციალის მქონე საექსპორტო პროდუქციას და შეარჩევს მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics