03:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 15:29:54, 609 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - გირაოს გაუხდელობის გამო აღკვეთის ღონისძიება უმძიმდება ყველას, მსოფლიოში გამონაკლისები არ არსებობს

ერთადერთი ადამიანი, რომელიც წყვეტს დაუმძიმდეს თუ არა აღკვეთის ღონისძიება, თავად ბრალდებულია, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პროკურატურის მიერ ნიკა მელიას უწყებაში დაბარების საკითხს.

მისი თქმით, გირაოს თანხის გაუხდელობის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების დამძიმება ხდება ყველგან, რადგან მსოფლიოში გამონაკლისები არ არსებობს.

„გამონაკლისები, როგორც წესი, არ არსებობს, მსოფლიოში, არამხოლოდ საქართველოში. ჩემი საქმე არ არის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით რაიმე მოწოდებები გავაკეთო, მაგრამ ამ შემთხვევაში, კონკრეტულ პირზეც კი შემიძლია ვთქვა, რომ მასზეა დამოკიდებული. არც პროკურატურაზე, არც სახელმწიფოზე, არც მითუმეტეს პოლიტიკაზე. ერთადერთი ადამიანია ის ბრალდებული, რომელსაც გირაო აქვს შეფარდებული, რომ გადაწყვიტოს თავისი ბედი. ამის უფლებამოსილება მას გააჩნია, ის უზრუნველყოფს, რომ დაუმძიმდეს ეს ღონისძიება თუ არ დაუმძიმდეს. ეს არის ზოგადი პრინციპი, რომელიც გამონაკლისი ვერც მელიასთვის იქნება და ღმერთმა დამიფაროს, მე რომ ვიყო ბრალდებული, ვერც ჩემთვის და ვერცერთი მოქალაქისთვის ვერ იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკანორ მელია გირაოს გადაუხდელობის გამო გენერალურ პროკურატურაში და დაიბარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics