|
2021-01-29 13:18:32, 448 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენი ეკონომიკისთვის ნებისმიერი რევოლუცია იქნება მომაკვდინებელი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ
ნებისმიერი რევოლუცია იქნება მომაკვდინებელი ჩვენი ეკონომიკისთვის და ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველი გუნდის მიზანია ევოლუცია, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება და არა 30 წლით უკან დაბრუნება. „არის ძალიან მკვეთრად გამოხატული რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიციის დაჯგუფება, რომლის გზაც არ არის ევოლუციური, არ არის არჩევნები და ეს გზა არის იმედი, რომ მიეცემათ საშუალება სოციალური პრობლემების, ეკონომიკური პრობლემების ფონზე მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი და მოქალაქეებს ამბოხისკენ მოუწოდონ. ჯერ ერთი, ნებისმიერი რევოლუცია იქნება მომაკვიდნებელი ჩვენი ეკონომიკისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის და ისევე, როგორც შს მინისტრი ამბობს, ჩვენ ამას უბრალოდ არ დავუშვებთ, მოსახლეობას შეიძლება ჰქონდეს ჩვენი იმედი ამ ნაწილში, რომ არავითარი მშვიდობიანი, ევოლუციური გზიდან გადახვევა არ იქნება, როგორც აქამდე არ დაგვიშვია ისე არ დავუშვებთ, ჩვენ სწორედ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა,ევოლუციური განვითარება, პროგრესი და ჩვენი მიზანია 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში და არა უკან გადავაგდოთ ქვეყანა 10-20-30 წლით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)